|
2017-04-14 18:00:05, 939 ნახვა
რეგიონი
რუსეთის პატრიარქმა ანატოლი ბიბილოვს „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პატრიარქმა კირილემ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეულ დე-ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა. "გულითადად გილოცავთ პატივცემულო, პრეზიდენტად არჩევას. თქვენი წინა მოღვაწეობით, ხალხში აღიარება მოიპოვეთ. სწორედ ამიტომ, ხალხმა თქვენ აგირჩიათ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თქვენთან აკავშირებს ყველა მოლოდინს, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიან ცხოვრებასთან, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებასთან და კულტურული მემკვიდრეობის გაზრდასთანაა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იზრუნებთ, მოსახლეობის სულიერ მდგომარეობაზეც. გისურვებთ ჯანმრთელობას, უფლის წყალობას და ბევრ წარმატებას, აღნიშნულ პოსტზე. ვუსურვებ სამხრეთ ოსეთს მშვიდობას და წარმატებას", - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში. ცნობისთვის, დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)