01:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 13:39:43, 2360 ნახვა

მსოფლიო
ჰომოსექსუალებზე გამოქვეყნებული სტატიის გამო „Новая газета“-ს ჟურნალისტებს ჩეჩნები ემუქრებიან

"Новая газета"-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცემას ემუქრებიან, იმის გამო, რომ მათ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის თაობაზე სტატია გამოაქვეყნეს, - ამის შესახებ Дождь იუწყება.

როგორც რედაქციაში აცხადებენ, მათ თანამშროლებს საფრთხე ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ გამოცემის ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, თუმცა მალევე ის გვერდიდან გაქრა.

ვებგვერდის ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თქმით, შეიძლება ეს ჰაკერული თავდახმის შედეგია. მოგვიანებით, განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ზე აიტვირთა.

"Новая газета" ამბობს, რომ რამდენიმე დღეში სტატიის გამოქვეყნებიდან, რომელშიც ლაპარაკი იყო,  ჰომოსექსუალების შესახებ, გროზნოს მთავარ მეჩეთში ჩეჩნეთის სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგანგებო შეკრება გაიმართა. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შეკრებაში 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

შეკრებაზე ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მრჩეველმა ადამ შახიდოვმა გაზეთის კოლექტივი სიცრუეში დაადანაშაულა და მათ „ჩეჩნეთის და მათი სარწმუნოების მტრები უწოდა“. მისი გამოსვლა ქვეყნის ცენტრალური არხით გადაიცემოდა. შეხვედრის შემდეგ რეზოლუცია მიიღეს. როგორც გამოცემაში აცხადებენ, რეზოლუცია უბიძგებს რელიგურ ფანატიკოსებს, რომ ჟურნალისტების დევნა განხორცილედეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics