18:20 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 16:10:13, 769 ნახვა

რეგიონი
აჭარას უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები გააშუქებენ

უკრაინის პოპულარული ტელევიზიის, ინტერნეტ პორტალებისა და მედიაგამოცემების წარმომადგენლები აჭარას სტუმრობენ.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში უკრაინული მედიის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძებისა და ჭაჭის მომზადების პროცესის გადაღებებს დაესწრო. მედიატურის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ექსკლუზიური ინტერვიუები ჩაიწერეს, რომლებსაც აჭარაში მოგზაურობის შესახებ მომზადებულ სტატიებში, ბლოგებსა და ტელესიუჟეტებში  განათავსებენ.

„აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ეცნობიან, რომლებიც ჩვენი რეგიონის შესახებ საინტერესო სტატიებს და სიუჟეტებს მოამზადებენ.  ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზაფხულის სეზონის დაწყების წინ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ იმოგზაურონ და დაისვენონ აჭარაში, ამ ულამაზეს კუთხეში"- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

მედიატურის მონაწილეებმა ტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან დაიწყეს, სადაც მათ რეგიონში განვითარებული ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. გუშინვე მათ ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.

პოპულარული ტელევიზიის, ინტერნეტ პორტალებისა და მედიაგამოცემების წარმომადგენლები რეგიონს 3 დღით სტუმრობდნენ. მედიატური აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics