21:39 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 10:56:10, 2226 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო საპატიო სტუმარი იქნება, სადაც იგი წარმოაჩენს როგორც  მევენახეობა-მეღვინეობას, ასევე ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება და მის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.

ავერსი: მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე.

მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს შემდეგი წარწერები: "საქართველო", "2017",  "GEORGIE" (ფრანგულ ენაზე ), "5 ლარი".

რევერსი: მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო  საპატიო სტუმარი იქნება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია  ნომინალი და  ლარის სიმბოლო - "5 ₾", ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე - "L’EXPOSITION "VIGNOBLE INVITE" DE LA CITE DU VIN DE BORDEAUX", "LA GEORGIE - PREMIER INVITE".

მონეტის ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Ag925

წონა: 15.50 გრ

დიამეტრი: 33.00 მმ

მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი

მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი მოგვიანებით დადგინდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics