|
2017-04-13 11:07:13, 1819 ნახვა
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმში პრობაციონერები დასაქმდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პირობით მსჯავრდებულებმა რ.ბ-მ და ტ.ს-მ ასფალტ–ბეტონის ქარხანაში და შ.პ.ს. „დანი 2010-ში“ დაიწყეს მუშაობა. რ.ბ–ს, რომელსაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი დაეწვა და უსახლკაროდ დარჩა, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, თავშესაფარიც გამოეყო. მათივე ინფორმაციით, მისი საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით 250 ლარი იქნება. რაც შეეხება ტ.ს–ს, მისი ხელფასი თვეში 300 ლარს შეადგენს. პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში 156, მიმდინარე წელს კი, 32 პრობაციონერი დასაქმდა. (NS)
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)