2017-04-12 18:13:11, 2625 ნახვა
სამართალი საზოგადოება
სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა დააკისრა
საქალაქო სასამართლომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სარჩელი, "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის მიერ მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ელისო კილაძე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ეკა ბესელიას 1 500 ლარს გადაუხდის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ელისო კილაძის ინფორმაცია ფაქტებს არ ეყრდნობოდა და მის პირად მოსაზრებას წარმოადგენდა.
ცნობისთვის, ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის ეთერში 2015 წელს გასულ ინფორმაციას ცილისწამებად მიიჩნევდა. მაშინ ელისო კილაძე აცხადებდა, რომ ბესელიამ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა და გარკვეული გასამრჯელოც მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან