|
2017-04-11 17:13:25, 1444 ნახვა
საზოგადოება
მამა რევაზი: აღსარება ჩავიბარე, ზიარება ჩემი პრეროგატივა არ არის, რადგან მღვდელთმსახურება შეჩერებული აქვს
ე.წ ციანიდის საქმეზე“დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისულმა მამა რევაზ სიხარულიძემ "მატროსოვის ციხე" უკვე დატოვა. როგორც მამა რევაზიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მან მამა გიორგის აღსარება ჩაიბარა. „მე შემოვედი არა მარტო მოსანახულებლად, არამედ აღსარებაც ჩავიბარე. მისი ჯანმრთელობა ძალიან მაწუხებდა. ვისთვის, ეს შიმშილობა იყო, ვისთვის ეს მკაცრი მარხვა იყო - ეს თავად იფიქრონ. ახლა ნორმალურად იკვებება, ნორმალურად გრძნობს თავს. აღსარება ჩავიბარე“, - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ. რაც შეეხება ზიარებას, სასულიერო პირის განმარტებით, ასეთ ვითარებაში დაკავებული დეკანოზის ზიარება მღვდელმთავრების პრეროგატივაა. „ამ შემთხვევაში, ზიარება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მას შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურება, ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება და ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა“, - აღნიშნა მამა რევაზ სიხარულიძემ. მისივე თქმით, აღსარება არის სრულად კონფიდენციალური. „რასაც აღსარებაში მეტყვიან, მამა გიორგი იქნება თუ სხვა, ეს სამარეში უნდა წავიღო“, - თქვა მამა რევაზ სამხარაძემ. კითხვაზე, ითხოვს თუ არა დაკავებული დეკანოზი პატრიარქთან შეხვედრას, მამა რევაზ სიხარულიძის ინფორმაციით, დაკავებულ დეკანოზს ეს სურს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ეს რამდენად მოხერხდება, ამის თქმა ძნელია. „ის ცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გამოჩნდება“, - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)