|
2017-04-11 15:16:40, 1659 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Open Air-ში მონაწილე ჯგუფების ვინაობა ცნობილია
სამდღიანი ფესტივალი Tbilisi open air 16, 17 და 18 ივნისს, შარშანდელის მსგავსად, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის "ჰედლაინერი" ჯგუფები იქნებიან: Anathema, Leningrad, Archive. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს ფესტივალის მთავარ სცენაზე შესაძლებელია ჯგუფ Soft Eject-ის მოსმენა, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის გაერთიანდა. Tbilisi open air 2017, ასევე, სხვა ქართულ და უცხოურ ჯგუფებს უმასპინძლებს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბილეთების გაყიდვა ხვალ, 12 აპრილს ონლაინ რეჟიმში დილის 09:00 საათზე, ხოლო სალაროებში კი 11:00 სააათზე დაიწყება. მათივე ინფორმაციით, 28 აპრილის ჩათვლით მხოლოდ 1500 ცალი აბონემენტი გაიყიდება, რომლის ფასიც 100 ლარი იქნება. TBC ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელთათვის კი იმოქმედებს 20%–იანი ფასდაკლება. რაც შეეხება დღიურ ბილეთებს, გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება, აბონემენტის საბოლოო ფასი კი 150 ლარი იქნება. ბილეთები სპორტის სასახლესთან და ფილარმონიასთან მდებარე სალაროებში, ონლაინ კი TKT.GE -ზე იქნება ხელმისაწვდომი.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)