2017-04-11 12:46:48, 2022 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: მინდა, მქონდეს სტრუქტურა, სადაც ღირსეული ხელფასი იქნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეფასებით, თავდაცვის უწყების სტრუქტურაში მომუშავე პირებს, ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეთ.
იზორიას თქმით, ოფიცრებისთვის მისი გადაწყვეტილებით, სამეთაურო დანამატი შემოიღეს:
„მე მინდა მქონდეს სტრუქტურა და გვქონდეს სტრუქტურა, სადაც ღირსეული ხელფასი იქნება, მეტიც კი, როდესაც დავიწყე საქმიანობა, მოვიკითხე, ჰქონდათ თუ არა ოფიცრებს დანამატი, არ ჰქონდათ, სამეთაურო დანამატი შემოვიღეთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით ღირსეული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ოფიცერს და იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც პასუხისმგებლობას აიღებენ რომ ეს თანხებიც იყოს მიზნობრივად მიმართული, ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება, ასე რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღეტ როცა ვთქვით რომ პრიორიტეტებს ვადგენთ“,-განაცადა ლევან იზორიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან