04:35 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 20:39:44, 1943 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ქვეყნის შიგნით შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სტრატეგიული მიმართულებით გაერთიანებული უნდა ვიყოთ

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილა „კავკასიაში“ სტუმრობისას, ისაუბრა იმ ძირითად მოვლენებზე, რომლებიც  საქართველოს სტრატეგიული კურსის ფონზე, დღის წესრიგში დგება. მან ნატო-ს სამიტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის საქართველოსთვის არასახარბიელო ვითარებაში ტარდება, ვინაიდან  სამიტზე მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი. მარგველაშვილის თქმით, საქართველომ უნდა მიაღწიოს იმას, რომ  სამიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმოს  შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს თემას:

„მნიშვნელოვანია ნატოს სამიტი ჩვენთვის და ჩვენთვის მაინცდამაინც არასახარბიელო ვითარებაში ტარდება, რადგან ჩვენ არ ვართ, ეს არის მინი ფორმით ჩატარებული სამიტი, სადაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები  არიან წარმოდგენილი, ეს არის გამოწვევა ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ უნდა მივაღწიოთ  ამ სამიტის ფარგლებში იმას, რომ  ნატომ  ისაუბროს არა მხოლოდ შიდა პრობლემატიკაზე,  იმ პროლემატიკაზე, რომელიც მათ ბუნებრივად ეხებათ, ესაა შავი ზღვა და საქართველო. და ამას დაუთმონ ყურადღება.  ერთმანეთს რაღაც თემებზე უნდა ვესაუბროთ და დავანებოთ თავი კონსპირაციულ მდგომარეობას და ქვეყნის შიგნით შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ  სტრატეგიული მიმართულების თვალსაზრისით უნდა ვიყოთ გაერთიანებული,“-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics