04:35 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 20:32:22, 2008 ნახვა

პოლიტიკა
"როცა ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობა მშვიდ რეჟიმში წავიყვანოთ, გაუგებარია, რომ მისი პოლიტიკა ამ კუთხით ვითარდება"

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საგარეო მიმართულებით, ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ქვეყანამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

მან, ასევე, რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც ის საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის პარალელურად ახორციელებს.

„სტრატეგიაში  ვხედავ სწორ მიმართულებას და ჩვენ არ ვაღიზიანებთ რუსეთს და ვცდილობთ, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული აგრესიული ნაბიჯები თავის სამეზობლოსთან,  თავიდან ავირიდოთ ეს ყველაფერი. ამ ფონზე ძალიან მძიმე იყო გუშინდელი რეფერენდუმი. როცა ვცდილობთ მშვიდ რეჟიმში რუსეთთან ურთიერთობა წავიყვანოთ, გაუგებარია,  რომ სამწუხაროდ  რუსეთის პოლიტიკა ამ მიმართულებით ვითარდება. ევროპის ნაწილში ინტეგრაციის რეჟიმში გადავდივართ. მიღწევები გვაქვს ამ  მიმართულებით“,-განაცხადა მარგველაშვილმა „კავკასიის“ ეთერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics