15:24 - 07 Jun, 2026
|
2017-04-10 17:22:16, 2436 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება რეგიონი
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს არ აღიარებს
აზერბაიჯანი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს არ აღიარებს. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "არჩევნები" და ე.წ რეფერენდუმი არალეგიტიმურია. აზერბაიჯანის საგარეო უწყება დარწმუნებულია, რომ საკითხის ნორმალურად მოგვარებისთვის, აუცილებელია მოლაპარაკებები გაგრძელდეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით ე.წ არჩევნებში დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. გარდა დე-ფაქტო არჩევნებისა, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ რეფერენდუმიც გაიმართა, რომელიც სახელის შევლას უკავშირდება. ამომრჩეველთა 70% სახელის ცვლილებას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)