|
2017-04-10 10:43:31, 1734 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა
თურქეთის ქალაქ რიზეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, დაშავებულები ქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო მიზეზებს ადგილობრივი სამართალდამცველები უკვე სწავლობენ. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, რის გამოც მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის მაშველები მუშაობდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი მოქალაქე საქართველოში უკვე გადმოასვენეს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულები ტრაპზონში გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაძემ უკვე მოინახულა და მათ სამედიცინო დახმარება უკვე გაუწიეს.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)