03:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 13:41:20, 1978 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ცინიკურია, რომ სწორედ 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. რეფერენდუმი და არჩევნები

 „ცინიკურია, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ.  რეფერენდუმი და არჩევნები“,-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ   ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს.

მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღევევას.

„ცინიკურია, როდესაც დღეს 9 აპრილს, ასევე იმართება ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ატარებს რამდენიმე ათასი ადამიანი, მაშინ, როდესაც გამოდევნილია ეთნიკური ქართველები საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი სახლებიდან. ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის და პრინციპის დარღვევა. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ არასდროს, საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მივაღწევთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას",-აღნიშნა ჯანელიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics