15:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 10:37:11, 1776 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

მათ გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა.  ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics