|
2017-04-08 19:30:19, 2389 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონმა რუსეთში ვიზიტი გააუქმა - „სავალალოა, რომ რუსეთი ასადის რეჟიმის დაცვას აგრძელებს“
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, ამის შესახებ The Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჯონსონი მოსკოვში რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ორშაბათს უნდა შეხვედროდა. საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ მინისტრის ვიზიტი აღარ შედგება, ვინაიდან „სირიაში არსებული სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა“. „ამ ეტაპზე, ჩემი პრიორიტეტია აშშ-სთან კომუნიკაციის გაგრძელება და კონტაქტი სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც G7-ის სამიტზე 10-11 აპრილს შეიკრიბებიან, რათა კოორდინირებულად იმუშაონ სირიაში ცეცხლის შესაწყვეტად. სავალალოა, რომ რუსეთი აგრძელებს ასადის რეჟიმის დაცვას, ქიმიური იარაღით თავდასხმის შემდეგაც კი, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ სირიაში პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად ყველაფერი იღონოს და იმუშაოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არასდროს განმეორდება“, - განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულტა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები. იმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სირიის ავიაბაზაზე სამხედრო იერიშის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)