|
2017-04-08 11:34:12, 1484 ნახვა
საზოგადოება
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი სათბური სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოინახულა
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, - „შპს ჯეოარ პლიუსი“ რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა კვარაცხელიამ ქვემო-ქართლის გურბერნატორის მოადგილესთან კახაბერ გუგეშაშვილთან ერთად მოინახულეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ჯეოარ პლიუსის“ სასათბურე მეურნეობაში წლიურად 80-100 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2016 წელს გაიხსნა. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 78,670 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 52 121 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს ხოლო 26 549 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა. „მთავრობის ინიციატივით უკანასკლენლი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და, შესაბამისად, ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)