14:43 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 20:25:41, 1914 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში ვიქტორ დოლიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა

7 აპრილს, ნატო-ს დღეებისა და შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან ნატოს მიზნებისა და ამოცანების, კავკასიაში ნატოს როლის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, სარგებლობის წესებსა და აღნიშნული პროცესის შედეგად გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვიქტორ დოლიძემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ღონისძიებას, აკადემიის სტუდენტებთან ერთად შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შსს-ს აკადემიაში სტუმრობისას სახელმწიფო მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესორ-მასწავლებლებს გაესაუბრა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics