14:43 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 12:54:37, 1598 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა

საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა.

დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის "მოითხოვე ქართული" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.

 „ქვეყნისათვის გადამწყვეტია  ეროვნული წარმოების  მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია "მოითხოვე ქართული", რომელიც ხელს უწყობს  ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას.

ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით - ასე, რომ მოგიწოდებთ "მოითხოვოთ ქართული"“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწიური მოხსენებით გამოსვლისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics