|
2017-04-06 18:43:02, 1650 ნახვა
საზოგადოება
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალში მონაწილეობს
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ და სასტუმრო „მედიჰაუსი“ მოლდოვაში, საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალზე საკუთარი სივრცით არიან წარმოდგენილნი, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაციაა არამარტო მათი სერვისების, არამედ ზოგადად საქართველოს შესახებ. ფესტივალზე, რომელიც 9 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოსთან ერთად, წარდგენილები არიან თურქეთი, უკრაინა, ბუდაპეშტი, ბულგარეთი, უნგრეთი და ა.შ. როგორც „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენელი მიშა ქამუშაძე აცხადებს, საქართველოს და კონკრეტულად „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მიმართ ინტერესი დიდია, შესაბამისად, ეს ფესტივალი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. „საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალში, ძირითადად, მონაწილეობენ ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპიდან. აქ ნახავთ სხვადასხვა ტიპის, დაახლოებით, ასამდე კომპანიას, რომლებსაც თავიანთი პროდუქტი, სერვისები აქვთ წარმოდგენილი“, - აღნიშნავს მიშა ქამუშაძე. „ჩვენ ვმონაწილეობთ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, წარმოვადგინეთ ჩვენი სასტუმრო კომპლექსი, სამედიცინო ცენტრი. სერიოზული დაინტერესებაა როგორც ქვეყნით, ასევე სასტუმრო და სამედიცინო სერვისებით. მოლდოველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოსთან არ არის პირდაპირი რეისი,“- ამბობს „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენელი და დასძენს, რომ საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენა არამარტო „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“, არამედ მთელი ქვეყნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. „საჩხერის სამედიცინო ცენტრი“, რომელიც ევროსტანდარტების შესაფერისი ინფრასტრუქტურის და ულტრათანამედროვე სამედიცინო და სამკურნალო აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კომპლექსია, მომავალშიც აპირებს ასეთ აქტივობებს, მათ შორის კი - უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ვიზიტი უკრაინაში. (NS)
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)