|
2017-04-06 11:46:15, 1473 ნახვა
საზოგადოება
მანგლისის ტერიტორიის აეროგადაღება დასრულდა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დრონის უპილოტო საფრენი აპარატით მანგლისის ტერიტორიის საჰაერო გადაღება დაასრულა. სამუშაოები დაბა მანგლისის 10 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში 2704 ჰექტარი ფართობის ტერიტორიის გადაღება განხორციელდა. საჯარო რეესტრი, აეროფოტოგადაღების მასალებზე დაყრდნობით, მაღალი ხარისხის ორთოფოტო გეგმებს მოამზადებს, რომლებშიც თანამედროვე სტანდარტები სრულად იქნება გათვალისწინებული. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტი წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური წესით, მიწის საკუთრებაში უფასო რეგისტრაციას ითვალისწინებს. მანგლისი პირველია, სადაც სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის პირველი ფაზა დაიწყება. აეროგადაღებით მიღებული ახალი გეომონაცემები საჯარო რეესტრს შესაძლებლობას მისცემს სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, მათ შორის საკადასტრო ნახაზები და სხვა საველე მონაცემები ორთოფოტოზე გადაამოწმოს, რაც მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ აეროგადაღებებისთვის ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატის „დრონის" გამოყენება გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მონაცემები შექმნისთვის ერთ-ერთ საიმედო და ყველაზე ეკონომიურ მეთოდად მიიჩნევა. საჯარო რეესტრი დრონის საშუალებით, ეტაპობრივად, საქართველოს სხვა არეალების საჰაერო გადაღებებსაც გეგმავს.
(NS)
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე - უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)