|
2017-04-06 11:14:39, 1468 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა დათა ქაჯაია მედლით დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელი, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ს წევრი, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია პირველი ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ პირადად დააჯილდოვა. მიმდინარე წლის 2 აპრილს დათა ქაჯაია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიან ავტომობილებს შორის (TCR International Series) საერთაშორისო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის პირველი რბოლის გამარჯვებული გახდა. „ყველას ვულოცავ სპორტის საერთაშორისო დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, როგორც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას. შს სამინისტროს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები არიან. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ მრავალ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ცნობისთვის, შს სამინისტროს სპორტული კლუბების წევრებს შორის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, 16 მსოფლიო ჩემპიონი, 4 ევროპის ჩემპიონი და 2 გინესის რეკორდსმენია.
(NS)
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე - უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)