|
2017-04-06 09:38:22, 1473 ნახვა
საზოგადოება
ნატოს დღეების ფარგლებში, ვაზიანში სამხედრო ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი „ერთი დღე ჯარში“ ჩატარდა
ნატოს დღეების ფარგლებში, ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი „ერთი დღე ჯარში“ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფა-ცხოვრებას, თუ როგორ მომზადებას გადიან საერთაშორისო მისიებში გამგზავრების წინ, ესტუმრნენ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრს (JTEC), დააგემოვნეს სამხედრო ულუფებიც. მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ნატოს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ. პროექტი გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გახსნა. მონაწილეებს სემინარის მეორე დღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძეც მიესალმა. ნატოს შესახებ ლექციები კი ექსპერტებმა ბათუ ქუთელიამ, თორნიკე შარაშენიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თეიმურაზ კეკელიძემ და სხვა მომხსენებლებმა მიაწოდეს. ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკა, ჩართულიყვნენ სიმულაციურ სროლებსა და მოენახულებინათ ვაზიანის სასროლეთი. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ იმართება. ის 2-დან 11 აპრილამდე გაგრძელდება.
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე - უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)