|
2015-04-07 14:18:59, 1290 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსის კლინიკაში“ ცოცხალი დონორიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა
„ავერსის კლინიკაში“ ციროზით დაავადებულ პაციენტს ცოცხალი დონორიდან ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ავერსის კლინიკაში“ პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც „ავერსის კლინიკის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ტექნიკურად ურთულესი ოპერაცია, თუმცა ის წარმატებით ჩატარდა. „ პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო კოლექტივს, ვინაიდან ეს იყო ძალიან გუნდური მუშაობის შედეგი. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ მოქალაქეს საქართველოში მიეცემა იმის საშუალება, რომ არ დახარჯოს ძალიან დიდი თანხა, უცხოეთში მკურნალობაზე“, – განაცხადა კურტანიძემ. მან აქვე აღნიშნა, რომ „ავერსის კლინიკა“ მომავალშიც შეეცდება მკურნალობის ისეთი ტექნოლოგიები დანერგოს, რომელიც მსოფლიოში სიახლეა. ამასთან, ტრანსპლანტოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის კობა შანავას თქმით, ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი მომზადდა და პერსონალმაც სეულის საუნივერსიტეტო კლინიკაში შესაბამისი მომზადება გაიარა. „ ამან საშუალება მოგვცა, რომ „ავერსის კლინიკაში“ ჩაგვეტარებინა უდაოდ დიდი ოპერაცია, ღვიძლის გადანერგვა ცოცხალი დონორიდან“, – აღნიშნა შანავამ. ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია 20 მარტს ჩატარდა. ოპერაცია გოჩა გობეჯიშვილს ჩაუტარდა, დონორი კი მისი არასრულწლოვანი შვილი, მარიამ გობეჯიშვილია. ოპერაციიდან 15 დღე გავიდა და ორივე პაციენტი უკვე საავადმყოფოდან გაწერილია. კობა შანავას თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა მათზე ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება. როგორც გოჩა გობეჯიშვილი ამბობს, მას ღვიძლის ციროზის დაავადება 11 წლის განმავლობაში ჰქონდა. „გავდიოდი მკურნალობას, შემდეგ, როცა ღვიძლი გადავიდა სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობაში, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, სად შეიძლებოდა ეს ოპერაცია გაკეთებულიყო. ევროპის ქვეყნებზე ვაგროვებდი ინფორმაციას, სად შეიძლებოდა ეს ოპერაცია ჩამეტარებინა. საქართველოში სამწუხაროდ ამის საშუალება არ იყო. თუმცა დღეს უკვე ამის შესაძლებლობა არის. შარშან დავიწყეთ ღვიძლის კვლევა, მაგრამ დონორი ვერ მოვიძიეთ. მარიამი იყო არასრულწლოვანი, მასზე საუბარი არც იყო, მაგრამ ამის სურვილი თავად გამოთქვა. ჩვენ რა თქმა უნდა უარს ვამბობდით, მაგრამ თავისი გაიტანა. ყველაფერი წარმატებით ჩატარდა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ოპერაცია ძალიან მარტივად გადავიტანე“, –აღნიშნა გობეჯიშვილმა.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)