|
2017-04-04 19:05:57, 1579 ნახვა
საზოგადოება
IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 64% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ, 3% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, ხოლო ასევე 3% კატეგორიულად წინააღმდეგია. გამოკითხულთა 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მას გამოკითხულთა 56% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ, 6% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 7% კი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +- 2,5%-ია. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები შეასრულა „აიფიემ კვლევებმა“. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რესპოდენტებთან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით. გამოკითხვისთვის შეირჩა საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1501 მუდმივი მაცხოვრებელი, რაც იძლევა შედეგების ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საშუალებას. პასუხი მიღებულ იქნა შერჩეულთა 69 %-დან, ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 % გრაფიკებში და ცხრილებში ასახული მონაცემები შეიძლება არ ჯამდებოდეს 100 პროცენტამდე, სხვადასხვა მაჩვენებლების დამრგვალების გამო. კვლევა დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ (USAID).
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)