|
2017-04-04 18:51:14, 1803 ნახვა
საზოგადოება
IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობას (88%) ყველაზე მეტად მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. მეორე ადგილს 86%-ით ჯარი იკავებს, მესამე ადგილს 74%-ით ქართული მედია, მეოთხე ადგილს პოლიცია (59%), ხოლო მეხუთე ადგილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (55%). გარდა ამისა, გამოკითხულთა 52 %-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45%-ს - პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის, 40%-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 39-39%-ს მოსწონს სახალხო დამცველის აპარატისა და პარლამენტის საქმიანობა, 38% კი თვლის, რომ ყველა უკეთ მინისტრთა კაბინეტი მუშაობს. რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: ადგილობრივი ხელისულფება - 37%; პროკურატურა - 31%; სასამართლოები - 30%; სახელმწიფო რწმუნებულები - 24%; ეროვნული ბანკი - 21%; პოლიტიკური პარტიები - 20%; პროფკავიშრები - 13%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საკუთარ ვებგვერდზე, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები დღეს გამოაქვეყნა. გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)