12:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 19:01:34, 1564 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, - წერს პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს. 

პეტერბურგის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენნოიმ მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics