|
2017-04-03 17:02:55, 1632 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ლილო-ორხევის საუბნო განყოფილებების ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საგზაო სამუშაოები 5 მისამართზე დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კაკლიანის, მერი მდივნის, ფრანგულიანისა და ჩანტლაძის ქუჩებზე სოფ. წინუბანში, ლილოს დასახლების 1 კვარტალში და 107-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ 16 350 მ2 ასფალტის ახალი საფარი დაიგო. მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები დამატებით კიდევ ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, სამგორის რაიონში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. ლილო-ორხევის საუბნო განყოფილებების ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საბავშვო სკვერებისა და სტადიონების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მისამართზე არსებულ სტადიონს. 2 მისამართზე კი სკვერი მოეწყო. უახლოეს მომავალში, დაგეგმილია კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა. აღნიშნული სამუშაოები 2 მისამართზე უკვე დასრულდა. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)