|
2017-04-03 14:38:13, 1505 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლმა“ TCR საერთაშორისო ავტორბოლის მხარდამჭერ ფორმულა-ა-ს კლასის რბოლაში განახლებული გუნდით იასპარეზა
1-2 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა წლის მთავარ სპორტულ მოვლენას უმასპინძლა. საქართველოში პირველად გაიმართა TCR-ის პრესტიჟული სარბოლო სერიის სეზონის გახსნა, რომელშიც 12 ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობდა. საერთაშორისო რბოლა მხარდამჭერი ღონისძიების სტატუსით გაიხსნა საქართველოს ჩემპიონატით წრიულ რბოლაში ლეგენდების და ფორმულა-ა-ს კლასებში, რომელშიც „ვისოლის“ გუნდმა, ახალი შემადგენლობით იასპარეზა. საქართველოს ჩემპიონობისთვის ჰარალდ შლეგენმილხი და შაკო ციხელაშვილი ახალი შემართებით იბრძოლებენ. „ვისოლის“ გუნდი წრიულ რბოლაში საქართველოს 2015 - 2016 წლის ჩემპიონატებზე გუნდურ ჩათვლაში უკვე ორგზის გამარჯვებულია. ჰარალდ შლეგენმილხი ლატვიური წარმოშობის პროფესიონალი მრბოლელია, რომელიც საავტომობილო სპორტში 1997 წლიდან ასპარეზობის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. შაკო ციხელაშვილმა პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია 14 წლის ასაკში აიღო და უკვე 2012 წელს წყვილთა რბოლაში და 2012-2013 წელს ზამთრის სეზონის საქართველოს ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის ასევე 2014 წლის ჩემპიონია აღმართის დაძლევაში და 2016 წლის ვიცე ჩემპიონი აღმართის დაძლევაში. „“ვისოლი“ მრავალი წელია საქართველოში ავტოსპორტის განვითარებისათვის ზრუნავს, შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო რბოლას უმასპინძლა და ჩვენ მისი მხარდამჭერები ვიყავით. ამას გარდა, საამაყოა ის, რომ TCR-ის საერთაშორისო ავტორბოლის მხარდამჭერ საქართველოს ჩემპიონატის წრიულ რბოლაში ფორმულა-ა-ს კლასში „ვისოლმა“ განახლებული გუნდით იასპარეზა. ვფიქრობთ, რომ ჰარალდ შლეგენმილხის საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიონალიზმი შაკო ციხელაშვილის მიღწევებთან ერთად „ვისოლის“ გუნდს ლიდერის პოზიციებს შეუნარჩუნებს და კიდევ მრავალჯერ მოვიპოვებთ ჩემპიონის ტიტულს“, - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. TCR ეს არის საერთაშორისო სერია წრიულ რბოლაში, ძარიან ავტომობილებს შორის. TCR დგას ისეთი პოპულარული და პრესტიჟული საავტომობილო ჩემპიონატების გვერდით, როგორიცაა ფორმულა, WTCC და სხვა. TCR-ის დამფუძნებელია მარჩელო ლოტი – ძარიან ავტომობილებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC) ფუძემდებელი და დირექტორი წლების განმავლობაში. ეტაპები ტარდება მსოფლიოს საუკეთესო და ლეგენდარულ ავტოდრომებზე, როგორიცაა სეპანგი, სპა, მონცა და სხვა. რბოლა გადაიცემა 40-მდე სპორტულ არხზე, როგორიცაა ევროსპორტი და ევროსპორტ 1 და მას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალყურს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ღირსება ამ სეზონზე დათა ქაჯაიამ დაიცვა და გამარჯვებაც მოიპოვა. დათა ქაჯაია არის პროფესიონალი ავტომრბოლელი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ ჩემპიონატებში. (R)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)