11:46 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 12:13:08, 2296 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ეკა ბესელია: პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მთავარი და არა დებატები

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს დებატების საკითხი პოლიტიკურ სანახაობად იქცა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დებატები. 

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მთავარი და არა დებატები. დებატების ტემა პოლიტიკური სანახაობისკენ არის მიმართული. იმის გამო, რომ ზედმეტი ინსპირაციები აგვერიდებინა თავიდან, ითქვა, რომ შეიძლება პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში იყოს დაშვებული ასეთი დებატები", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გადაწყდება, თუ რა ფორმატით წარსდგება პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი ექნებათ, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.

ცნობისთვის, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოისმენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics