2015-04-07 09:43:31, 587 ნახვა
საზოგადოება
„ავერსის კლინიკაში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება
„ავერსის კლინიკაში“ პრესკონფერენცია გაიმართება, თემაზე ღვიძლის ტრანსპლანტაცია ცოცხალი დონორიდან.
პრესკონფერენცია 12:00 საათზეა ჩანიშნული.
„20 მარტს ავერსის კლინიკის ქირურგების მიერ საკმაოდ წარმატებით განხორციელდა ღვიძლის გადანერგვა ცოცხალი დონორიდან ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტზე. სწორედ ამ უნიკალური ოპერაციის შედეგებზე და უპირატესობაზე ისაუბრებენ ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები“, – აცხადებენ „ავერსის კლინიკაში“.
კონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, მერიის ჯანდაცვის განყოფილების წარმომადგენლები, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და სხვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან