|
2017-04-02 15:21:36, 1443 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ადამიანი საკუთარ ცოდვებს თუ არ ებრძვის, ის სხვაზე ვერ გაიმარჯვებს
„ადამიანი საკუთარ სულს, ცოდვებს თუ არ ებრძვის, ის სხვაზე ვერ გაიმარჯვებს“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ადამიანმა ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს, დაამარცხოს საკუთარი ვნებებუი და შემდეგ სხვაზე გამარჯვებული იქნება. "ორი კვირა დარჩა დიდი მარხვისა, მთავრდება ეს შვიდი კვირა და უნდა ითქვას რომ მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვიგზავნის იმისთვის, რომ ღრმად ჩავიდეთ ჩვენს სულში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას“,-აღნიშნა პატრიარქმა. უწმინდესმა მარიამ მეგვიპტელის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეგვიპტელი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი და ცოდვიდან წმინდა ცხოვრებაში გადავიდეს. „წმინდა მარამ მეგვიპტელი ყოველი ჩვენგანის სულსა და გულშია, იგი ყველას გვეხმარება, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძვის საკუთარ სულს, ცოდვებს, ის ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ჯერ ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს თავის თავზე, დაამარცხოს საკუთარი ვნებები და შემდეგ ადამიანი იქნება სხვაზე გამარჯვებული", - ბრძანა უწმინდესმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)