|
2017-04-01 13:51:56, 1907 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი: პოლიციის მიერ ძალის გადამეტება კვლავ გამოწვევად რჩება
პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება პოლიციის სისტემისათვის კვლავ გამოწვევად რჩება. ნანუაშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდეს და მათი ანგარიშვალდებულება გაიზარდოს. „აუცილებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღონ მკაფიო გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება. 2015 წლის მსგავსად 2016 წელს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები სჭარბობდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, ისიც რომ გასულ წელთან შედარებით, 1/3-ით შემცირდა შემთხვევები, როდესაც შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახალხო დამცველმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, სამწუხაროდ, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, საქართველოს პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია. ბოლო 4 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად არცერთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, 2013-2015 წლების მსგავსად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ და პენიტენციურ სისტემაში სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების წარმოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო“, - აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში. ცნობისთვის, უჩა ნანუაშვილმა მედიას საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში გააცნო, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წელს არსებულ ვითარებას ასახავს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)