10:53 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 20:54:32, 1622 ნახვა

საზოგადოება
ველოსიპედისტი სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა - დაშავდა 1 ადამიანი

რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.

როგორც "ექსპრენიუსის" კორეპონდენტი ადგილიდან იუწყება, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ველოსიპედისტების 100 კაციანი კოლონა რუსთაველისკენ მიემართებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ველოსიპედისტი სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, დაშავებულმა ველოსიპედისტმა ავტომობილის მინა შეამტვირა და შიგნით შევარდა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, დაშავებულს სხვადასხვა სახის ტრამვები აღენიშნება. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი არასწორ ადგილას იყო დაპარკინგებული და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ორმხრივი დანაშაულია. 

"ველოსიპედისტი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო ტაქსი არასწორ ადგილას იყო დაპარკინგებული", - აცხადებენ დაშავებულის მეგობრები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics