|
2017-03-31 13:18:39, 1619 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში 19 სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო
საბურთალოს რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული 19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, „თვითმართველობა სკოლებში“ ადგილობრივი თვითმართველობის ფუნქციონირებასა და მისი არსის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროექტის პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა დღეს, N62 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გახსნა და ადგილობრივი თვითმართველობის არსზე ისაუბრა. მისი თქმით ახალგზარდების ჩართულობა და სამოქალაქო თვითშეგნების მაღალი დონე განსაზღვრავს რაიონის, ქალაქის და ქვეყნის წარმატებულ განვითარებას. სალექციო კურსს მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ზაზა ქოიავა კითხულობს. აღნიშნული სალექციო კურსი მოიცავს ვიდეო რგოლების ჩვენებას, დისკუსიებს, კონკრეტული შემთხვევების განხილვას, ასევე სპეციალური კითხვარების შევსებას ლექციის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ. „თვითმართველობა სკოლებში“ სამთვიანი პროექტია და ის რაიონის 19 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად განხორციელდება. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)