|
2017-03-31 13:13:11, 1495 ნახვა
საზოგადოება
სუბარი: სამინისტროს ბიუჯეტიდან აფხაზეთის ომში დაკარგულთა გენეტიკური პროფილების ასაღებად 650 000 ლარი გამოიყოფა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტლოვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან აფხაზეთის ომში დაკარგულთა ოჯახების გენეტიკური პროფილების ასაღებად 650 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "წელს, სამინისტროს ბიუჯეტიდან 650 000 ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ მოხდეს დაახლოებით 1 000 ადამიანიდან აფხაზეთის ომის დროს დაკარგულების ოჯახებიდან შესაბამისი გენეტიკური პროფილების აღება, რომელიც შეიძლება გამოგადგეს გარდაცვალებულთა იდენტიფიცირებისთვის. ეს ძალიან წარმატებული პროგრამაა. მასში ჩართულია ორი მხარე როგორც აფხაზური, ასევე ქართული. შუამავალი არის საერთაშორისო წითელი ჯვარი. ზუსტი ციფრების თქმის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით წელს ბევრად მეტი საქმე გაკეთდება",- აღნიშნა სუბარმა. ცნობისთვის, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი, მიმდინარე წლის სექტემბერში კიდევ 17 მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)