|
2017-03-31 12:46:05, 1550 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 2 აპრილს ნატო-ს დღეები იწყება
საქართველოში 2 აპრილს ნატო-ს დღეები იწყება, რომელიც მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით გაიხსნება. საინფორმაციო ცენტრი, თავისუფლების მოედანზე მდებარე შენობაში ყველა დაინტერესებულ სტუმარს ღია კარის დღეზე, 12:00 საათიდან ეპატიჟება. ნატო-ს დღეების ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მათ შორის: საჯარო შეხვედრები, ღია კარის დღეები, ერთი დღე ჯარში, სემინარი მასწავლებლებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, ონლაინ-კონფერენციები, ტურნირი ფეხბურთი და სხვა. „ნატო-ს დღეები საქართველოში წელს მეათედ ტარდება. მისი მიზანი გახლავთ საზოგადოების ინფორმირება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ამ ღონისძიებებს ჩვენ ვატარებთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელშეწყობით. დაგეგმილია უამრავი ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. ამ ღონისძიებებს ექნება როგორც შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათი, ასევე სახალისო პროგრამაც, რომელიც 2 აპრილს, გახსნის დღეს, იქნება, განსაკუთრებით ვეპატიჟებით ახალგაზრდებს; 2 აპრილს, 12:00 საათიდან, თავისუფლებაზე, ჩვენი ოფისის კარი ღია იქნება. მობრძანდით, გელოდებათ ძალიან საინტერესო პროგრამა“,-განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით 11 აპრილს დასრულდება. ფორუმი ტრადიციულად ქალაქ ბრიუსელში იმართება, პარალელურად საქართველოში წელს მეორეჯერ ჩატარდება. ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. მასში მონაწილეობას ამ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატო-ს შტაბ-ბინის, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები მიიღებენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)