|
2017-03-31 11:46:18, 1491 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა: სოფელში არსებული მცირე სკოლების მოსწავლეები ერთი კვირით ბაკურიანში წავლენ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერით, სოფელში არსებული მცირე სკოლებიდან, სადაც 30-ზე ნაკლები მოსწავლეა, ახალგაზრდები ერთი კვირით ბაკურიანში წავლენ. "დღეს მთავრობის სხდომაზე იყო საკითხი მცირე სკოლის მოსწავლეების მეორე ნაკადი ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით წავლენ ბაკურიანში. გაატარებენ ერთ კვირას. შევეცადეთ, რომ არ დაგვეკარგა ეს დრო და ერთი ნაკადი იყო არდადეგების პერიოდში. ესენი არიან მცირე სკოლებიდან. 30-ზე ნაკლები მოსწავლე სადაც სწავლობს ისეთი სკოლებიდან. ეს ისეთი სოფლები და თემებია, რომელთაც ხშირად არ აქვთ საშუალება მოხვდნენ ბაკურიანში. ამ მხრივ ძალიან სასიხარულოა. მომავალ წელს გვინდა ათასებზე ავიდეს ეს რაოდენობა, ვინც ამ პროცესში ჩაერთვება",- აღნიშნა ჯეჯელავამ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)