|
2017-03-31 11:43:58, 1435 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალგაზრდებს მოუწოდებს პროფესიული სასწავლებლით დაინტერესდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლადამთავრებულებს მოუწოდა, პროფესიული კოლეჯებით დაინტერესდნენ, რადგან ეს დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობაა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხულთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. "პროფესიულ სასწავლებლებში მიმდინარეობს სტუდენტების რეგისტრაცია. ძალიან დიდი აქტივობაა. გვინდა, ყველა ადამიანს მოვუწოდოთ, რომ დაინტერესდნენ ამ პროცესით. ყოველწლიურად რამდენიმე ათასით იზრდება პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების რაოდენობა. სრულიად უფასოა. შესასვლელი გამოცდა უნარების არის ძალიან მარტივი, ეროვნულებს არც შეედრება. დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. საშუალო არის 70%-მდე და ბევრ პროგრამაზე, პრაქტიკულად, 100%. მინდა, ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ დაინტერესდნენ ამ პროცესით. ყველა რეგიონსა და ქალაქშია პროფესიული კოლეჯი. ძალიან კარგი შესაძლებლობაა დასაქმებისა და კარგი პროფესიის შეძენის", - აღნიშნა ჯეჯელავამ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)