|
2017-03-31 10:06:59, 2277 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: 2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო
2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო - იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2% იყო; თებერვლის - 4,4%; ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,8%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მისასალმებელია, - 2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია კარგი დინამიკით მთელ რიგ მიმართულებებში, რომელთა შორისაა - საწარმოთა ბრუნვა; ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს სამეზობლოში არსებულ პოზიტიურ დინამიკასაც უკავშირდება და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელი კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული იქნება. „ეს მაჩვენებლები ასევე ადასტურებს, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და რომ წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი აბსოლუტურად რეალისტურია. ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და დღეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, პრაქტიკულად მწვანე შუქი გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ გამოცხადებული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია და ფეხდაფეხ მივყვებით ცხოვრებაში მათ გატარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)