09:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 20:47:12, 1648 ნახვა

საზოგადოება
მედიის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

1 აპრილს 12:00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში’’გაიმართება მრგვალი მაგიდა მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლის მიზანია: „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ და მისი წევრი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს,  მრგვალი მაგიდის მიზანი ასევეა მედიის წარმომადგენლების დაინტერესება ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევებით, ასევე, მედიის როლის გააზრება ბავშვთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში.

შეხვედრაში, რომელიც პროექტი ,,გაერთიანებული ხმა ბავშვებისთვის’’ მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ჟურნალისტები, ასევე კოალიციის საბჭოს წევრი ორგანიზაციები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და კოალიციის პარტნიორი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრის ორგანიზატორები დამსწრეებს ასევე გააცნობენ კოალიციის ისტორიას, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობებს და განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც, დაიგეგმება საველე ვიზიტები მომსახურებების მიმწოდებელ ორგანიზაციებში და სხვა აქტივობები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics