|
2017-03-29 19:31:24, 1860 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, სეიედ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა. როგორც უწყებიდან "ექსპრენსიუსს" აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგებისა და პროგრესის შესახებ ისაუბრა. როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, უწყებაში განხორციელდა მასშტაბური რეფორმა, რომელმაც პატიმართა უფლებების დაცვა და პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესება უზრუნველყო. განხორციელდა პატიმართა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით, რომელიც თითოეული მსჯავრდებულისთვის მულტისციპლინური გუნდის მიერ სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებში ყურადღებას იჩენენ ირანის მოქალაქე მსჯავრდებულების მიმართ. ელჩმა სეიედ ჯავად ყავამშაჰიდმა მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ ირანის მოქალაქე მსჯავრდებულებს ირანული სატალევიზო არხების ყურების შესაძლებლობა მიეცეთ. ამავე დროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ირანის საპატიმრო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით დაინტერესდა და ელჩს მიმართა თხოვნით, ირანში დაპატიმრებული ჩვენი თანამემამულეების უფლებები ისევე იყოს დაცული, როგორც საქართველოში იცავენ ირანელ მსჯავრდებულთა უფლებებს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)