|
2015-04-06 15:05:41, 1414 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების ნაკრებმა მჯდომარე ფრენბურთში გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა
მსოფლიო სპორტის დღესთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა მჯდომერე ფრენბურთში გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმბოლურ თამაშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვნენ. ღონისძიება თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც მიიღეს. მათ მჯდომარე ფრენბურთი დაჭრილ სამხედროებთან ერთდ ითამაშეს. მჯდომარე ფრენბურთში თვდაცვის სამინისტროს გუნდმა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებაში „დაჭრილ მეომართა თამაშები" ოქროს მედალი აიღო და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერის პროგრამებს პერმანენტულად ახორციელებს. სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ღონისძიებებში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)