|
2017-03-28 16:43:54, 1573 ნახვა
საზოგადოება
მომხმარებელთა ინტერესების დამცველი „სილქნეტის“ მიმართ საჩივრების გახშირებაზე საუბრობს
საქართველოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 208 საჩივარი მიიღეს, აქედან ყველაზე მეტი საჩივარი კომპანია “სილქნეტის” მიმართ დაფიქსირდა. “საჩივრების ყველაზე მეტი წილი, “სილქნეტზე” მოდიოდა – 42 საჩივარი, 19 საჩივარი შევიდა “ჯეოსელზე”. საჩივრები იყო ასევე “სტერეო +”-ის, “ახალი ქსელების”, შპს “მობიტელის” (ბილაინი), შპს “იმერტივის” წინააღმდეგაც”, – ნათქვამია ანგარიშში. მათივე ინფორმაციით, კომპანია ,,სილქნეტის” მიმართ დაფიქსირებული საჩივრების რაოდენობა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა კომპანიების მიმართ. ზოგადად, ,,სილქნეტის” მიმართ მუდმივად ისმის სხვადასხვა სახის კრიტიკა. ხშირია ინტერნეტის უხარისხოდ მიწოდების ფაქტები, ინტერნეტ ქსელის მონტაჟის დროს კლიენტების მიმართ არასათანადო დამოკიდებულება და შედეგად პრობლემური ქსელის დამონტაჟება. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შესული 208 საჩივრიდან, 127 არის წერილობითი, ხოლო 81 სატელეფონო საჩივარი. საიდანაც 122 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, 62 ნაწილობრივ, ხოლო 24 საჩივარში დარღვევა არ დაფიქსირებულა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
(NS)
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)