09:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 15:57:54, 1448 ნახვა

საზოგადოება
ტექნოპარკს ქისტი ბავშვები ესტუმრნენ

ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ფილიალის ორგანიზებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკს, 12-16 წლამდე ქისტი ბავშვები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო, ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ რესურსებზე მათ თვის წარმოდგენის შექმნა.

სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკი და  არსებულ მაღალტექნოლოგიურ  შესაძლებლობებს გაეცნენ. ბავშვებს ჩაუტარდათ ასევე, „littke bits" და „ლეგო რობოტიკის"  შემეცნებითი, სახალისო ვორქშოფები, რომელზეც  ელექტორნიკის საწყისებსა და პროგრამირებას დაეუფლნენ.
 
PH International-ის  საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის მერვე წელია  ხორციელდება და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას. ამ მიზნით,  მათი ერთ-ერთი მიმართულებაა  სათემო ინიციატივების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემენ გრანტებს, ახალგაზრდებისთვის სკოლისშემდგომი პროგრამებისა და სერვისების შესაქმნელად/შესათავაზებლად. წელს ორგანიზაციის ერთ-ერთი სამიზნე რეგიონია პანკისის ხეობა, კერძოდ დუისი, ჯოყოლო და მიმდებარე სოფლები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics