23:06 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 10:56:06, 1732 ნახვა

პოლიტიკა
დალია გრიბაუსკაიტე: საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! გილოცავთ“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას მოიცავს.

რაც შეეხება შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას - უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. უფრო კონკრეტულად კი, მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. 

უვიზო მოგზაურობა ევროკავშირში - ვადები, წესები და შეზღუდვები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics