|
2017-03-27 16:53:36, 1575 ნახვა
საზოგადოება
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ მოაწერეს ხელი. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტუდენტებს ის ინფორმაცია მიაწოდონ, რომელიც საქართველოს დადებით ტენდენციებს ეხება ევროინტეგრაციის კუთხით. „ვფიქრობ ძაან სიმბოლური დღე არის და დაემთხვა კიდეც. ძალიან კარგია, რომ სტუდენტებთან გვიწევს ასეთი ინტენსიური ურთიერთობა. აქ 6000 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის უცხოეთიდანაც და ვფიქრობ მნიშნელოვანია დღევანდელი დღეს მივაწოდოთ ინფორმაცია სტუდენტებს განსაკუთრებით იმ დადებითი ტენდენციების თაობაზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი ევროპული თუ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა დოლიძემ. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძემ დაესწრო, რომელმაც სტუდენტებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ლექცია წაიკითხა. ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრმა მსგავსი აუდიტორიები უკვე გახსნა თსუ-ში, თავისუფალ უნივერსიტეტში, ღია სასწავლო და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში. აუდიტორია ევროპულ სკოლაშიც ფუნქციონირებს. ცენტრის მიერ გახსნილი და აღჭურვილი სივრცეები განკუთვნილია ევროინტეგრაციის თემებზე დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)