|
2017-03-27 16:43:49, 2155 ნახვა
სამართალი
აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, ქვეითად მოსიარულეს 2016 წლის ნოემბერშიც დაეჯახა
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, აღმაშენებლის ხეივანზე, 2017 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი, ხოლო დედა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მასვე, ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 მარტს, თორნიკე ტ. „საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მეორე ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთა სავალ ტროტუარზე მყოფ დედა-შვილს დაეჯახა. მანვე, 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებული დაეთანხმა პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, კერძოდ ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მასვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს 11:00 საათზე გაიმართება.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)