|
2017-03-27 09:34:42, 1720 ნახვა
საზოგადოება
შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო რეჟიმი ხვალიდან ამოქმედდება
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შგამგზავრებას შეძლებენ. "ექსპრესნიუსმა" მოამზადა იმ მონაცემების ნუსხა, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედების დროს საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდებათ. კერძოდ, რა პირობები უნდა დაიცვან საქართველოს მოქალაქეებმა, რა სანქციები ემუქრებათ უვიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში და რომელ ქვეყნებში შეძლებენ ისინი უვიზოდ მოგზაურობას. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას მოიცავს. წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს. რაც შეეხება შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას - უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. უფრო კონკრეტულად კი, მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართონ. ამასთან, საქართველოს მოქალაქეს 90 დღიან პერიოდში შენგენის ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლა შეუძლია, თუმცა საჭიროა ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში. რაც შეეხება საბუთებს, საქართველოს მოქალაქეებს მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი დასჭირდებათ, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის. ევროკავშირის/შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტის გარეშე უვიზოდ შესვლა შეუძლებელია. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიულ პასპორტს მოსთხოვენ და მგზავრობის მიზნით დაინტერესდებიან. უფრო კონკრეტულად კი, მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება შემდეგი სახის საბუთები მოგთხოვოთ: ტურიზმი და დასვენება:
მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.
ნათესავების, მეგობრების მონახულება
მკურნალობა
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებებს შენგენის ტერიტორიაზე ყოფნისას, მათ შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები, ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები და საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვან. ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დეპორტაციას (გაძევება)დაექვემდებარება ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რასაც ყოველთვის მოსდევს 5 წლამდე პერიოდით ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავარღვევთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს:
ცნობისთვის, შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე:
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ევროპარლამენტის მხარდაჭერისა, უვიზო რეჟიმი ჯერჯერობით ამოქმედებული არ არის. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ე.წ. შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში. ე.წ შეჩერების მექანიზმის ტექსტის თარგმნა თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტმა შესაბამის საკითხზე კენჭისყრა 13-16 თებერვალს უნდა ჩაატაროს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციას სავარაუდოდ მარტში მიიღებენ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)