08:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-26 18:35:02, 1528 ნახვა

საზოგადოება
ლევან ყარამანიშვილი: ჩვენი განცხადება რომ კურიერის მიერ გაშუქებულიყო, კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა

ლევან ყარამანიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს. ყარამანიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ "მათი (ძმებ ყარამანიშვილების) გუშინდელი განცხადება, კურიერს პრაქტიკულად არ გაუშუქებია":

„სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6 საათიანი კურიერის შუაში, თემის გაუშლელად, და საერთოდ არ გაშუქებულა 9 საათიან კურიერში). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში. ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში). ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში“,-ნათქვამია ყარამანიშვილის განცხადებაში.

ამავე თემაზე

http://www.epn.ge/index.php?id=42447

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics